03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 14:07:05, 1395 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი" მონაწილეებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ, მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონების - გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ და პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა.

"ფიქრი საქართველოზე და სამშობლოს მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის. თქვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობასა და აქტიურობასაც, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ფიქრობს როგორ მიხედოს და მოუაროს საკუთარ ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს. 

პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics