|
2018-05-22 15:20:27, 1284 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ნარკოპოლიტიკაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ადეკვატურად ჩაჯდება
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ადეკვატურად ჩაჯდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში ბევრ საკითხზე მოხდა შეთანხმება, თუმცა დარჩა დეტალები, რომელზეც მომდევნო დღეებში იმსჯელებენ. "ჩვენ დავასახელეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის რამდენიმე კომპონენტი. კომპონენტები მოიცავს პირველი - ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით საკითხებს, მეორე - შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით, დოზირების საკითხებს და მესამე - ეს არის მომხმარებლების საკითხი. ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით ყველა საკითხზე, უფრო დავაახლოვეთ პოზიციები, უფრო დავაკონკრეტეთ რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით უფრო მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში. დოზებზე პრაქტიკულად შევჯერდით და კვირის ბოლომდე ალბათ უფრო დეტალურად იქნება ეს საკითხი გავლილი და რაც შეეხება მომხმარებლებს, შევჯერდით რომ მომხმარებლების მიმართ იქნება ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად შეთანხმებულია. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დეტალი და მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად შევთანხმდებით ამ დეტალებთან დაკავშიებით. ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი მიღებული, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებში ჩაჯდება ადეკვატურად", - მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)