|
2018-05-21 17:31:14, 1452 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, მისი ლეგიტიმაცია სუსტდება
„ნებისმიერი ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. სტუდენტებმა მას ჰკითხეს, რამდენად წარმოადგენენ ნეოფაშისტური ჯგუფები საფრთხეს და არიან თუ არა ისინი მართული ზემდგომი ძალებისგან. „თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი შესაძლოა იყოს პროგრესული ან რეგრესულია, ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება უმკაცრესად უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს უყურადრებოდ ტოვებს, როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, ამიტომ ეს უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტად გააზრებული, ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, ნებისმიერი, ვინც განაცხადებს პრეტენზიას ძალადობაზე და ეს არ იქნება აღკვეთილი, იმ მომენტში სუსტდება ჩვენი სახელმწიფო“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)