02:19 - 07 Jul, 2026
|
2018-05-21 12:10:33, 3053 ნახვა
მსოფლიო
ტეხასის გუბერნატორი: სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია
ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი ვიდეოთამაშებია, – ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა. გრეგ ებოტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, კომპიუტერში ვიდეოთამაშისას, მოზარდები მკვლელობას სწავლობენ. ABCNews-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გუბერნატორი აქტიურად ხვდება განათლების სისტემის წარმომადგენლებს. ოფიციალური პირები, პრობლემის გადასაჭრელად სასწავლო დაწესებულებების შესასვლელებში მეტალოდეტექტორების დამონტაჟებაზე მსჯელობენ. შეგახნენებთ, რომ ტეხასის შტატის ქალაქ სანტაფეში 17 წლის მოზარდმა ცეცხლი 18 მაისს გახსნა. სროლის დროს ათი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა. ეს აშშ-ში 2018 წლის დასაწყისიდან სკოლაში მომხდარი 22-ე თავდასხმაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)