02:19 - 07 Jul, 2026
|
2018-05-19 13:09:38, 2756 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი ნავით სამხრეთ კორეაში გაიქცა
ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიცერი, სამოქალაქო პირთან ერთად ქვეყნიდან პატარა ნავით გამოიქცა და სამხრეთ კორეის მიმართულებით გაემართა. Yonhapnews-ის ცნობით, ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების გემიდან ყვითელ ზღვაში, პენიონდოს კუნძულის ჩრდილოეთით შენიშნეს. გამოქცეულები ამჟამად სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მედიის ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ, ეს ჩრდილოეთ კორეიდან ოფიცრის გაქცევის პირველი შემთხვევაა. მაშინ ეს 28 წლის ლეიტენანტმა მოახერხა და ქვეყნებს შორის არსებული სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა. სამხრეთ კორეაში 30 ათასი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის პოლიტიკით, უკვე წლებია სეული გაქცეულებს მფარველობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)