|
2015-01-19 14:29:21, 1341 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა
თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის დამინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის პირველი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები - კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი, თბილისში შეხვედრებს მართავს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პროფესორებს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა. სტუმრებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს საკუთარი წინადადებებიც წარუდგინეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა. პროფესორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქართველი სტუდენტები მიიღონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)