19:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 12:01:43, 1352 ნახვა

სამართალი
მეუღლის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის ცემისთვის ბრალდებულს 1  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს:

უწყების ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით.

"სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს გ.ლ.-მ, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა მეუღლეს - თ.მ.-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1  წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics