|
2018-05-17 12:28:29, 2937 ნახვა
პოლიტიკა
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ქართველი ფაშისტები მსვლელობით შეუერთდნენ
ფაშისტური ორგანიზაციის "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაიწყეს. ისინი რუსთაველის მეტროდან ქაშვეთის ეკლესიამდე მიდიან. მათი თქმით, ჯახის სიწმინდეს ფაშისტები დიდ პატივ სცემენ და ეთანხმებან საქართველოს ეკლესიას მსვლელობის არსში. მსვლელობის დროს საპარტულო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორგანიზაციის ორი ლიდერი პოლიციამ წაიყვანა. საუბარია თორნიკე ვაშაკიძესა და ირაკლი ღუტიძეზე. როგორც "ქსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიერ კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას. 17 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ღონისძიებები ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ დღის საპირწონედ "ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ორი წლის წინ დაარსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)