|
2018-05-17 11:43:14, 1314 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო
ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო. სამუშაოები ოთხ მისამართზე ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს. მათ შორის, მოსკოვის გამზირის N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები; ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლის სამუშაოები. გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო მათი საერთო ღირებულება 75 106 ლარია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ესაუბრა. ისნის რაიონში ამავე პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ რვა პროექტი განხორციელდება.
(NS)
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)