|
2018-05-16 18:26:53, 1827 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საწარმოების მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობა ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია
„ბიზნესკავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" - ეს არის პროექტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში," საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს (UK Good Governance Fund) „კარგი მმართველობის ფონდის" დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის დეტალები და გეგმები დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და „კარგი მმართველობის ფონდის" ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატში რიჩარდ დიუდნიმ განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მის უკეთესად ოპერირებასა და ეფექტურობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის" კომპანიებს პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით სამასპინძლო ინდუსტრიის სფეროში (HoReCa). „მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ „კარგი მმართველობის ფონდთან," ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ მათი პროდუქცია, მათი სერვისები და მომსახურება შევიდეს მულტინაციონალურ კომპანიებში. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა, ერთი მხრივ, თავისი პროდუქტები გაყიდონ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ პროდუქციის სტანდარტების მიხედვით, მეორე მხრივ კი მულტინციონალურ კომპანიებს აღარ შემოაქვთ ეს პროდუქტები საზღვარგარეთიდან ანუ ხდება იმპორტის ჩანაცვლება," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი მიაღწევს იმ სტანდარტებს, რომლებიც მულტინაციონალურ კომპანიებს ჭირდებათ, საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა, მაგალითად, „დანკინ დონატსი", „მაკდონალდსი", სასტუმროების ქსელი „ჰილტონი" და სხვა. შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, პროექტის ფარგლებში გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურების შესყიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებასა და სექტორში არსებული კომპანიების გაუმჯობესებას. სამეტაპიანი პროექტის პირველ ეტაპზე, კვლევის საფუძველზე, მოხდა ინდუსტრიების იდენტიფიცირება, ხოლო მეორე ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საპილოტე ფაზის უშუალო განხორციელება შერჩეულ კომპანიებთან ინტენსიური თანამშრომლობით. მეორე ეტაპის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრა მულტინაციონალურ კორპორაციებთან, რათა მოხდეს მათი ჩართულობის გაზრდა პროექტში, ადგილობრივ მცირე და საშუალო სექტორთან შესახვედრად, ასევე შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს ორი მხარის დაკავშირებას B2B შეხვედრების მეშვეობით. საბოლოო, მესამე ეტაპზე, შემუშავდება პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავს ახალ და შერჩეულ სექტორებში საპილოტე პროექტზე დაყრდნობით, პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმას და რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას. მიმდინარე ეტაპზე ტარდება ტრეინინგები 16 შერჩეული კომპანიისგან შემდგარ ორ ჯგუფთან. ტრეინინგ-პროგრამები სხვადასხვა მოდულებში იმართება 5 კვირის განმავლობაში: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულოება, ხარისხი და ოპერაციები, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)