12:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 14:56:31, 1151 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც  სწორედ  მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

,,შევაფასეთ, რომ ახლა, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც ჩვენდა სასიხარულოდ ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ, ყველა გლობალურ საკითხთან ერთად - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში  ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იყოს გააქტიურებული აშშ-ს აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics