|
2018-05-15 14:46:21, 2985 ნახვა
მსოფლიო
კიევში „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი დააკავეს - კრემლმა საპასუხო ნაბიჯები დააანონსა
კიევში უსაფრთხოების სამსახური "რია ნოვოსტი - უკრაინას" ოფისში შეიჭრა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რეიდები ყველა მედია საშუალებაში ტარდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მედია საშუალების ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს და მისი ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი დააკავეს. "არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული მედია საშუალება უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. გარდა ამისა, ჩხრეკა "რია ნოვოსტის" კორესპონდეტის ლუდმილა ლისენკოს სახლშიც ჩატარდა. მომხდარ ფაქტს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკვე უპასუხა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი ოფიციალური კიევის ამ ქმედებებს უპასუხებს. "ანალოგიურ ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიმოქმედებთ კვალიფიციურად, თუმცა რა თქმა უნდა მიმწოლად და რუსული მედია საშუალებების ინტერესებს დავიცავთ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)