|
2018-05-15 10:40:07, 2477 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო სანქციები გაუფართოვა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საბჭომ დაამატა ხუთი ადამიანი იმ პირთა სიას, რომელთა ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ეს ხუთი ადამინი იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს ყირიმისა და სევატოპოლის საარჩევნო კომისიებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვდნენ ყირიმის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ინა გუზეევი და მდივანი ნატალია ბეზრუჩენკო, სევასტოპოლის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრ პეტუხოვი და მისი მოადგილე მიროსლავ პოგორელოვი, ასევე კომისიის მდივანი ანასტასია კაპრანოვა. „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში შესვა, მათი ევროპული აქტივები კი დაყადაღდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)