10:48 - 26 Jul, 2026
|
2018-05-14 16:42:45, 1996 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: არ არსებობს პოლიტიკური მზაობა, რომ რეალურად მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია
„პოლიტიკური მზაობა არ არსებობს იმისა, რომ რეალურად მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც მან შს მინისტრის დაპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. „საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები უნდა ვეცადოთ, რომ ეს დაპირება არ დარჩეს აუსრულებელი. დარწმუნებული ვარ, რომ აქციის მონაწილეებსაც იგივე მიზანი აქვთ, რომ ეს დაპირება არ დარჩეს, დაპირებად", - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები იქნება მიღწეული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)