22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 14:37:43, 1516 ნახვა

კომენტარი
წიქარიშვილი: თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, აქციები განახლდება

„დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება“, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, აქციები განახლდება.

„ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეული მიზეზი, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics