|
2018-05-14 14:32:03, 1504 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოკადრები გადმოგვცეს
ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზატორებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა მინისტრთან „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და არასამთავრობოების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მან შესთავაზა აქციის ორგანიზატორებს ყველა საჩივარი, რომელიც პარასკევს მომხდარ სპეცოპერაციას უკავშირდება, სახალხო დამცველის აპარატში შეიტანონ. „რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე. პირველ რიგში, შეიქმნება ორი სახის ჯგუფი. ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან და შესთავაზა სამინისტრომ რომ შეიქმნას ეს ჯგუფი. ასევე საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე, და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება რომ მომავალი დღეების განმავლობაშიც იყოს უსაფრთხოება დაცული. რაც შეეხება იმ ფაქტებს რაც დაკავშირებულია გარკვეული პირების განცხადებებთან რომ იყო გადამეტებული ძალა გამოყენებული პოლიციის მხრიდან. აქ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის როლი იქნება მნიშვნელოვანი და მე შევთავაზე ორგანიზატორებს რომ ყველა ის საჩივარი, რომელიც იყო შემოტანილი სახალხო დამცველთან, ჩვენ ყველა საჩივარს შევისწავლით“,- აღნიშნა ლომჯარიამ. ლომჯარიას განცხადებით, შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და დაკავების ვიდეოკადრებს გადასცემს. „შს მინისტრი მზად არის თითოეული საქმე იყოს შესწავლილი. დაისვა კითხვები სპეცოპერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაზეც შს მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივად მათ ჰქონდათ ლეგიტიმური უფლება, სასამართლოს განჩინება. მათი თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ საღდებოდა ნარკოტიკი. მინისტრის თქმით, ამოღებულია მასალა და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)