18:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 10:59:49, 1692 ნახვა

სამართალი
სასამართლო ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თავის მხრივ, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაციები ჩაატარა. უწყების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციას თითოეული დაკავებულის მიერ ნარკოტიკების გასაღების ფაქტებზე პოლიციას გააჩნია სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები.

ცნობისთვის, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics