18:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 20:59:11, 1631 ნახვა

სამართალი
შს მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახარია დეპუტატების კითხვებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უპასუხებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და მზად არის, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დეპუტატებს. ვგეგმავთ, პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს. ნებისმიერ დეპუტატს საშუალება ექნება, მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ  ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალზე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics