|
2018-05-11 17:26:30, 1506 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ წასულა პოლიტიკიდან - ის იყო და არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არ ბრუნდება. როგორც სესიაშვილმა განმარტა, ის არც პოლიტიკდა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებელია და მისი თავმჯდომარეობა დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. "ქართული ოცნება" არის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში. 2012 წელს ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები განვახორციელეთ ქვეყანაში. გადავდივარ განვითარების სრყლიად ახალ ეტაპზე, შესაბამისად ქვეყნს წინაშე არსებობს ახალი ამოწვევები, მათ შორის რა თქმა უნდა მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშე. ამიტომ მმართველი გუნდის განვითარების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ამ პროცესს თავში ჩაუდგრბა პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბოძინა ივანიშვილი. ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში. ის არ წასულა პოლიტიკიდან - ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი. პარტიას სჭორდება ახალი ტალღა და ევროპული, რათა პარტია გაძლიერდეს. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას რომ არჩევნებზე მოსახლეობის სურვილების გატარება შევძლოთ. ის რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით ეს არის მედიაბრენდი -შეიძლება იყო აზრთა სხვადადხვაობა, შეიძლება იყო ემოციური ფონი, თუმცა არ იყო დაპირისპირება. ყრილობოს შემდეგ "ქართული ოცნება" დარჩება ისეთივე ძლიერი და ერთიანი, ასევე ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)