16:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 19:35:08, 1813 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ  ოჯახური ძალადობის,  მუქარისა და ქურდობისთვის  ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის   ბრალდებული  თ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ" და „კ" ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.ფ. 2014  წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე  არასრულწლოვან შვილს - ნ.ფ.-ს  და ყოფილ მეუღლეს -მ.ა.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა მათ და აყენებდა დაზიანებებს. იგი ასევე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა მათ, რის გამოც დაზარალებულები ფიზიკურ ტკივილს და  მორალურ ტანჯვას განიცდიდნენ.  2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ.ფ. ყოფილ მეუღლეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და  მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა.  
სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ თ.ფ.-მ ჩაიდინა ქურდობა. 2017 წლის ნოემბერში იგი ფარულად დაეუფლა მ.ო.-ს კუთვნილ, 670 ლარად ღირებულ სარეცხ მანქანას, რითაც  დაზარალებულს  მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ფ. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 - 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ", „კ" ქვეპუნქტებით,  111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა, მუქარა და ქურდობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად  4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics