|
2018-05-09 11:39:35, 2255 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანება გამოსცა. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. ბრძანებაშია პრემიერი განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ამავე სამსახურს ევალება ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის თითოეული მოხელისთვის გაცნობა. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. ამასთან, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოშია შესაძლებელი. პრემიერის ბრძანება 7 მაისით არის დათარიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)