|
2018-05-08 17:59:12, 1672 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა
8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 27 932-ს; საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: №2 გიორგი უგულავა - „ბაქრაძე,უგულავა - ევროპული საქართველო“ - 10,417 (38,38%); საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია გივი ჭიჭინაძე (№41). საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით შედეგები იხილეთ სპეციალურ ბმულზე:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)