|
2018-05-08 17:48:07, 1701 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერად დანიშვნა მიულოცა, - შესაბამისი მილოცვა კვირიკაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "საქართველო მხარს უჭერს და გვერდში უდგას მოძმე სახელმწიფოს, სომხეთს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება", - წერს გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, დღეს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. ფაშიანიანის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი, ისინი ფაშინიანის არჩევას ზეიმობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)