|
2018-05-07 16:43:39, 2018 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა ერთი თვით გადაიწია. ვადის ერთი თვით გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება არ შეიძლება. "დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ ნორკოტიკული ინტოქსიკაციის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკი "მეთოდრონი" მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)