|
2018-05-07 11:37:53, 2299 ნახვა
მსოფლიო
კრემლში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის მეოთხე ცერემონია დღეს ტრადიციულად კრემლის ანდრეევსკის დარბაზში გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება და მას 5 ათასამდე სტუმარი დაესწრება. კერძოდ, პრეზიდენტი თავისი კაბინეტიდან კრემლის დიდ სასახლეში გაემართება, სადაც ფიცს დადებს. ამის შემდეგ პუტინი ტაძრის მოედანზე გავა, სადაც კრემლის პოლკის აღლუმის დათვალიერება გაიმართება. ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციას იტალიის ყოფილი პრემიერ - მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და სავარაუდოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერიც დაესწრებიან. დღესვე, რუსეთის მთავრობა გადადგება, თუმცა მთავრობის „ძველი“ კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან და „ახალი“ მინისტრების დანიშვნამდე თანამდებობაზე დარჩებიან. დღეიდან ორი კვირის ვადაში რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)