|
2018-05-06 15:55:04, 2276 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანთან ომისთვის მზადაა
ისრაელისთვის უკეთესი იქნება, თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან, თუმცა ისრაელს არ სურს ესკალაცია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი სირიისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოფიციალური თეირანის ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ისრაელს. „ჩვენ მზად ვართ, შევაჩეროთ ირანის აგრესია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრძოლას ნიშნავს. სჯობს ახლა, ვიდრე გვიან. იმ ქვეყნებმა, რომლებიც დროულად არ იყვნენ მზად აგრესიაზე საპასუხო ქმედებებისთვის, შემდეგ უფრო დიდი საფასური გადაიხადეს. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ასევე, ისრაელის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ირანელი სამხედროების დისლოცირების გამო.ნეთანიაჰუმ გასულ კვირას ირანს მსოფლიოს მოტყუებაში დასდოს ბრალი. ისრაელის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ირანი წლების განმავლობაში უმალავდა მსოფლიოს ბირთვული იარაღის პროგრამას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)