|
2018-05-06 12:05:38, 2036 ნახვა
მსოფლიო
აშშ რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის მიერ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც საკუთარ ლეგიტიმურობაში დარწმუნებულები არიან, არ აპატიმრებენ მშვიდობიან მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის გამო“, – წერია ნაუერტის განცხადებაში. მანამდე რუსეთში გუშინ გამართული აქციების მონაწილეთა დაკავება ევროკავშირშიც დაგმეს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ აქციები "ის ჩვენი მეფე არ არის" რუსეთის ათობით ქალაქში პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. აქტივისტების უმეტესობა მოსკოვში დააპატიმრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)