|
2018-05-03 16:06:54, 2394 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: უმრავლესობის შეთავაზება სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით უღირსი და არასერიოზულია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით, უღირსი და არასერიოზული უწოდა. "კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება. გუშინ, პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს. გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატს სთავაზობს. შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)