|
2018-04-30 14:41:50, 1493 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4%-ით გაიზარდა და 740.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში (წინასწარი შეფასებით) მნიშვნელოვანი წილი საგარეო ვაჭრობაზე მოდის. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 740.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2,823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგარეო ბრუნვაზე ევროკავშირის ქვეყნებში. მისი თქმით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 209.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ. აშშ დოლარი (26.4 პროცენტით მეტი). „საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1, 27.7 და 28.2 პროცენტი)“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე. კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, 15.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 110 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. „ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)