06:05 - 26 Jul, 2026
|
2018-04-28 09:03:41, 1784 ნახვა
პოლიტიკა
ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის
ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე; "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით. 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)