|
2018-04-27 22:01:32, 3772 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო: კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსი ადამიანია - ვიდეო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გორგი კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსია- ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელორუსიის პარლამენტისადმი მიმართვის დროს განაცხადა. "პრემიერი როგორც ჩვენთან, ისე საქართველოში სულიერად რუსი ადამიანია, ჩვენი პრემიერი კიბიაკოვი 100 პროცენტით რუსია და იქ (საქართველოში) 75% რუსი ადამიანი. მე მასთან ერთად მაგიდასთან, ქართულ ღვინოს ვაგემოვნები. ადამიანი მოდუნდა და დამიწყო თითქმის ცრემლიანი თვალებით, მისი რუსეთისდამი დამოკიდებულებაზე საუბარი. მაგრამ ვინ დაელაპარაკა მას?!"- განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისში ოფიციალური ვიზიტთ 2018 წლის 22 მარტს იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთნ, პრეზიდენტთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)