|
2018-04-27 21:24:45, 1655 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი: მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად,რომ შრომის ინსპექცია სრულფასოვანი გახდეს
მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა. „ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და რომ ახალი კანონი თანდათანობით ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა“, - ნათქვამია მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში. მაია კოჟიანჩიჩის აღნიშნული განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. 25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)