|
2018-04-26 15:20:35, 1826 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს, ძერჟი პლევას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების იმპლემენტაციის საკითხებსა და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის) ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა. გვაქვს ახალი სტრატეგია; ევროკავშირიდან ვიღებთ დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)