|
2018-04-25 15:28:14, 1745 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა. „ESCAP-თან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, გავცვალოთ გამოცდილება და მივიღოთ დახმარება საქართველოს შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების დაფინანსების სხვადასხვა საკითხზე, რომელიც გაეროსა და საქართველოს შორის იგეგმება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. ასევე, შედგა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებთან, რომელზეც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)