|
2018-04-25 15:27:21, 1784 ნახვა
საზოგადოება
აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება
აგარის შაქრის ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება, - ამის შესახებ აგარის შაქრის კომპანიისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარი შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა პროცედურა ჩატარდა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)