04:03 - 30 Jul, 2026
|
2018-04-25 12:57:12, 1557 ნახვა
საზოგადოება
26-27 აპრილს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია. "26 - 27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში, 25 აპრილს საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 26 და 27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 აპრილს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 26 - 27 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)