|
2018-04-25 10:29:40, 1654 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“: კვლევის თანახმად, ვანსა და ხონში არჩევნებზე გიგი უგულავას 45% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 35.5%
„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯიმ“ ჩაატარა. „კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%. სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების ( არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი 35.5%. გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა (62.3%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციაში. პარტიის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში 3-დან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდში, 2620 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)