|
2018-04-20 17:04:18, 1868 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ბელარუსელ მომავალ საჯარო მოხელეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ახალგაზრდა მენეჯერთა სკოლის (SYMPA) საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე საჯარო მოხელეებს შეხვდა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბელარუს საჯარო მოხელეებს გაერთიანებული სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ქართული ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის, ღვინის დაყენების წესისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ SYMPA საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება ბელორუსში მოღვაწე მოაზროვნე საჯარო მოხელეებისთვის და პროგრამა მიზნად ისახავს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე ბელარუსის რესპუბლიკაში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)