14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:44:31, 1800 ნახვა

კომენტარი
კობახიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას

"რუსთავი 2"-ის საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა მედიაპლურალიზმია, რომელიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში.

„ყველაფერი იქნება კარგად მედიაპლურალიზმის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ მედიაპლურალიზმი და მედიაპლურალიზმი აუცილებლად იქნება შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი საქართველოში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics