|
2018-04-20 16:26:40, 1718 ნახვა
საზოგადოება
„აამუშავე აგარა“ - ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან აგარის ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქარხნის თანამშრომლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შაქრის ქარხნის გარეშე ოჯახებს ვერ არჩენენ, რადგან სამსახურის სხვა ალტერნატივა არ აქვთ. აქციაში დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგი - "აამუშავე აგარაა". ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს მხარს პროფესიული კავშირიების წარმომადგენლები უწერენ. ცნობისთვის, მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, დაიწყეს. კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)