|
2018-04-19 10:20:57, 1466 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის OIV-ის ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა წარადგინა. სააგენტოს ცნობით, OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა და განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება. საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს. 2017 წელს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო), OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს. ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი" და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი). შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)