|
2018-04-18 11:26:43, 1549 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 19 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერეტურა დასავლეთ საქართველოში 15, +20 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ოდნავ მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება, 19 აპრილს დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს +20 გრადუსი იქნება, ხოლო 19 აპრილს +23 გრადუსამდე მოიმატებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)