09:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:31:24, 2339 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

აღნიშნულის მიზეზად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობა დაასახელა, რომლისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესაც შეწყალების კომისიამ რამდენიმე თვის წინ სასჯელი შეუმცირა.

„უაღრესად მძიმედ აღვიქვავთ ამ მოვლენას და იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, თუ რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომელიც სპეციფიურად ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობაში ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics