03:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:04:39, 1512 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე - ეს არის გარანტი იმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას

ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე დადებითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას. გოჩა ენუქიძის თქმით, დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება იქნება გარანტი იმისა, რომ აღნიშნული ბიზნესები ხვალ თვითონ შეძლებენ სახელმწიფოს დახმარებას.
 
„ბიზნესისთვის იმ მასშტაბური რეფორმის დაწყებას, რომელიც გულისხმობს სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობას და დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას, არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ეს არის გარანტი იმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას. ეს არის ინიციატივა, რომელიც მოგვიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წილს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკას" - განაცხადა „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" ფრაქციის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics