03:48 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:02:54, 1495 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიდ გიულს შეხვდა და სახელმწიფოებს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხი განიხილა.

„თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა იყო, ასევე, იმ ანგარიშგასაწევ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას გვაღელვებს, რადგანაც მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის პროკურატურის ორგანოები, უშიშროების სამსახურები და იუსტიციის სისტემები  კარგად თანამშრომლობენ, და რომ ეს თანამშრომლობა, მათ შორის, ექსტრადიციის საკითხში, უნდა გაძლიერდეს და გააქტიურდეს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.
 NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics