|
2018-04-12 14:26:31, 1634 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის
„ევროპული საქართველო“ რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ინიციატივით გამოდის და პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ქვეყანაში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსული პროპაგანდა და რუსული „რბილი ძალა“. ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ პრორუსულ გზავნილებს, არამედ არიან რუსული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. ვიწყებთ პროცესს და იმედს გამოვთქვავთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტს შევთავაზებთ და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ საქართველო, კანონმდებლობის გზით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წავიდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)