|
2018-04-12 12:07:55, 1416 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ლექცია წაიკითხა. მინისტრის ლექციას დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მან საუბრის ძირითადი დრო ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის, ეფექტიანი შეკავების პოლიტიკასა და ამ კონტექსტში საქართველოს, კონკრეტულად, თავდაცვის უწყების ადეკვატურ ქმედებებს დაუთმო. ლევან იზორიამ სტუმრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით, გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლოგისტიკური მიმართულების დახვეწაზე, მზადყოფნის მაღალი დონის უზრუნველყოფაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებაზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებაში ნატოსთან თანხვედრის პროცესში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. სტაბილურობისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას აგრძელებს. მინისტრის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება სიმბოლურად ნატოს დაარსების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)