|
2018-04-11 20:26:30, 1530 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძემ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა
დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მერის მოადგილემ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მუნიციპალიტეტის როლზე და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მაია ბითაძის თქმით, მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია დედაქალაქის პოლიტიკის ყველა დოკუმენტი. „ამ პროცესში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს მდგრად ურბანულ განვითარებას, დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, განათლების, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, გარემოს დაცვას. ყოველივე ეს შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანთან, რომელიც გაეროს მიერ დამტკიცდა 2015 წელს. ამ მიზნებთან ასევე თანხვედრაშია მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. აღნიშნულ სტრატეგიას თბილისის მერია ეტაპობრივად განახორციელებს და დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სწორი ურბანული განვითარება, სერვისების გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ინოვაციების დანერგვა“, - განაცხადა მერის მოადგილემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების საჯარო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)