|
2018-04-11 16:06:58, 1689 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატმა პარტიული დისციპლინა დაარღვია, პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება გრძელდება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართება და გადაწყდება, როგორ გასცემენ პასუხს პარტიული დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს. "იმ შეფასებას, რომ პარტიული დისციპლინა დაარღვია რამდენიმე დეპუტატმა, ეთანხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობა - უკლებლივ ყველა, მათ შორის პრემიერმინისტრი. ეს პროცესი გრძელდება მთელი ამ დღეების განმავლობაში, არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. რაც შეეხება როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება. პარტიაში იქნება შეხვედრა, დეტალურად განვიხილავთ პარტიული დისციპლინის დარღვევის ფაქტებს და იქნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)