|
2015-05-21 13:34:16, 842 ნახვა
სამართალი
ნანუაშვილი: პროკურატურის ინფორმაციით, წიკლაურის ცემის ფაქტზე დამნაშავეთა იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა
სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, ცემის ფაქტიც მოხვდა. როგორც ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, წიკლაურის ცემის ფაქტზე ამ დრომდე დამნაშავეთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. "ცალკე უნდა აღინიშნოს 2014 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, ცემის ფაქტზე წარმოებული გამოძიების შესახებ. სახალხო დამცველმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიების შესახებ, თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)